top of page

მენინგიომა: სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

რა არის მენინგიომა?


მენინგიომა არის თავის ან ზურგის ტვინის გარსიდან წარმოქმნილი სიმსივნე. მენინგიომა არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ინტრაკრანიალური სიმსივნე იგი ჩვეულებრივ კეთილთვისებიანია და ნელა მზარდი, თუმცა, იშვიათად, მენინგიომა შეიძლება იყოს ატიპიური ან ავთვისებიანი, ამ შემთხვევაში ის უფრო აგრესიულად იზრდება. 


რა სიმპტომები ახასიათებს მენინგიომას?


მენინგიომის სიმპტომები დამოკიდებულია სიმსივნის მდებარეობაზე და/ან ზომაზე. ზოგიერთ შემთხვევებში, მენინგიომამ შეიძლება არ გამოიწვიოს სიმპტომები და აღმოჩენილი იქნას შემთხვევით, როდესაც პაციენტი სხვა მიზეზით გადის გამოკვლევას. მენინგიომის ხშირ სიმპტომებს მიეკუთვნება:

  • თავის ტკივილი: ხშირად ერთ-ერთი პირველი ნიშანია, თავის ტკივილი შეიძლება თანდათან გაუარესდეს დროთა განმავლობაში.

  • კრუნჩხვები: მენინგიომამ, ტვინზე ზეწოლის გამო შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები.

  • მხედველობის პრობლემები: სიმსივნით მხედველობის ან თვალის მამოძრავებელი ნერვების კომპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა ან გაორება.

  • სმენის დაქვეითება: სმენის ნერვის მახლობლად სიმსივნის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის პრობლემები.

  • სისუსტე კიდურებში: ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მენინგიომამ შეიძლება გამოიწვიოს კიდურებში სისუსტე ან დაბუჟება სხეულის ერთ მხარეს.

  • კოგნიტური ცვლილებები: შეიძლება მოხდეს მეხსიერების ან კონცენტრაციის დაქვეითება, ასევე პიროვნული აშლილობა.


როგორ ხდება მენინგომის დიაგნოსტიკა


მენინგიომის დიაგნოსტიკა ჩვეულებრივ მოიცავს რამდენიმე ნაბიჯს:

ნევროლოგიური გამოკვლევა: პაციენტის სიმპტომების შესაფასებლათ.

ვიზუალიზაციის მეთოდები: მაგნიტურ ტეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) (სურ. 1) და კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) (სურ. 2) არის ყველაზე გავრცელებული დიაგნოსტიკური მეთოდები, რომლებიც გამოიყენება მენინგიომების გამოსავლენად. 

ბიოფსია: ზოგიერთ შემთხვევაში, იმის დასადგენად, არის თუ არა მენინგიომა კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი შეიძლება გაკეთდეს ბიოფსია.

მენინგომა, მენინგომები, მენინგომას მკურნალობა და დიაგნოსტიკა, საუკეთესო ნეიროქირურგი თბილისში არჩილ ერისთავი

მენინგომის მკურნალობის გზები


მკურნალობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის სიმსივნის ზომაზე და მდებარეობაზე, ასევე პაციენტის სიმპტომებზე და საერთო ჯანმრთელობაზე. მკურნალობის საერთო ვარიანტები მოიცავს:

დაკვირვება: მცირე, ასიმპტომური მენინგიომასთვის, ნეიროქირურგმა შეიძლება გირჩიოთ რეგულარული მრტ მონიტორინგი.

ქირურგია: არის ყველაზე გავრცელებული მკურნალობა სიმპტომური მენინგიომისთვის. ქირურგიის მიზანია სრულად ან რაც შეიძლება მეტი სიმსივნის ამოღება. ზოგიერთ შემთხვევაში, სრულად მოცილება შეუძლებელია მიმდებარე ქსოვილების დაზიანების მაღალი რისკის ალბათობის გამო.

დასხივება: გამოიყენება მაშინ, როდესაც სიმსივნის მთლიანად ამოღება შეუძლებელია ქირურგიულად, ასევე, ატიპიური და ავთვისებიანი მენინგიომების შემთხვევაში. სტერეოტაქსიური რადიოქირურგია შეიძლება გამოყენებულ იქნას შედარებით მცირე ზომის სიმსივნეების დროს.

მედიკამენტები: ზოგიერთი მენინგიომის მკურნალობისთვის გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ სიმსივნის ზრდას.


როგორია პროგნოზი მენინგომის მქონე პაციენტებისთვის?


კეთილთვისებიანი მენინგიომის მქონე პაციენტებისთვის პროგნოზი ზოგადად კარგია, მრტ დინამიკაში რეკომენდირებულია რეციდივის გამოსარიცხად. ატიპიური ან ავთვისებიანი მენინგიომის მქონე პაციენტებისთვის პროგნოზი განსხვავებულია და ისინი საჭიროებენ შედარებით ხშირ მონიტორინგს.


მენინგიომა საჭიროებს დროულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას. თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს გაქვთ მენინგიომის სიმპტომები, მიმართეთ ექიმს დროულად. თანამედროვე დიაგნოსტიკა და მკურნალობა უზრუნველყოფს წარმატებულ შედეგებს და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:

Tel: +995 599820404


ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი, საუკეთესო ნეიროქირურგი თბილისში, საქართველოში, მენინგომა, მენინგომები

არჩილ ერისთავი, ნეიროქირურგი

ტელ: +995 599820404

©2023 by neurosurgeon.ge

bottom of page